თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთაისი–ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა ქუთაისში, რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით 150 მეტრში მოხდა.
„საქართველოს რკინიგზაში“ განმარატავენ, რომ მატარებელი რელსებიდან არ გადასულა.
„მოხდა მატარებლის ერთი გოგორწყვილის რელსიდან აცდენა. იყო მცირედი შეფერხება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოძრაობა აღდგენილია", –აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.