დონალდ ტრამპი პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციას გამოეხმაურა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ მორიგ საპროტესტო აქციას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„როგორ მუშაობს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება საფრანგეთისთვის? ვფიქრობ არც თუ ისე კარგად იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ზედიზედ მე-18 კვირაა „ყვითელი ჟილეტების“ აქციის მონაწილეები არეულობას აწყობენ“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში, მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ ეს აქცია „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მე-18 აქციაა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყოველ შაბათს იმართება.