საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ტურნირის დასკვნით შეხვედრას პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის ნაკრებთან გამართავს.

მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ თამაშს საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო მნიშვნელობა არა აქვს. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ "ბორჯღალოსნებმა" ოთხივე მატჩი მოიგეს და ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მდევრებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ.

1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი) თბილისში ფრედ ითამაშეს - 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, გამარჯვება "ბორჯღალოსნებს" დარჩათ.

რუსეთის ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს "მიხეილ მესხზე" დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა“ - 46:0. მშრალი ანგარიში დაფიქსირდა 2015 წელსაც, როდესაც ვაკეში სტუმრები 33:0 დამარცხდნენ.

სტუმრად გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობა შარშან, სწორედ კრასნოდარში დაფიქსირდა და მაშინ მე-20, საიუბილეო გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა - 29:9.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა