ექიმის ინფორმაციით, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინგოროყვას კლინიკაში, პაციენტის მკურნალმა ექიმმა, თიკო კუჭაშვილმა განუცხადა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ღამის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, რაიმე ოპერაციულ ჩარევას ამ ეტაპისთვის არ საჭიროებს. დამატებით რაიმე გართულება ჯერ-ჯერობთ არ დაფიქსირებულა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობით შემოვიდა კლინიკაში და ახლაც იგივეა მისი მდგომარეობა“, - განაცხადა თიკო კუჭაშვილმა.

როგორც ცნობილია, დაშავებულ მამაკაცს, დაზიანებული აქვს თირკმელი, ღვიძლი, აღენიშნება ტრავმულ–ჰომორაგიული შოკი.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადმოვარდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა და ერთი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა