იაროსლავ კაჩინსკი - ჩვენ არას ვეუბნებით ერთსქესიან ქორწინებებს

ჩვენ არას ვეუბნებით ერთსქესიან ქორწინებებს და მათ უფლებას ბაშვები იშვილონ - შორს ჩვენი ბავშვებისგან. ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“ იუწყება, ეს განცხადება იაროსლავ კაჩინსკიმ პარტიის სხდომაზე გააკეთა.

პოლიტიკოსის თქმით, ვარშავაში მიღებული ლგბტ თემის უფლებების დეკლარაცია ერთსქესიან ქორწინებასა და ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილების აყვანას ეხება.

„ამას არაფერი საერთო აქვს ტოლერანტობასთან. ეს ეხება ერთსქესიან კავშირებს, ქორწინებას და მათ უფლებას, ბავშვები იშვილონ. გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ ჩვენი პოზიცია: ჩვენ ამას არას ვეუბნებით. შორს ჩვენი ბაშვებისგან!“,- განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის მოქმედი კანონმდებლობით ერთსქესიანი ქორწინება დაშვებული არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო