ინსპექტირების დეპარტამენტმა ორთაჭალაში კორპუსის მშენებლობა შეაჩერა, სადაც უბედურ შემთხვევას გუშინ ორი ადამიანი ემსხვერპლა

ორთაჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დამსაქმებლებს მოუწოდებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. როგორც უწყებაში აცხადებენ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მხრიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების თითოეულ დარღვევაზე, განსაკუთრებით რომელიც ზიანს აყენებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე დეპარტამენტი მოკვლევის პროცედურებს აგრძელებს.

„2019 წლის 16 მარტს უბედური შემთხვევა მოხდა ორთაჭალაში, რის შედეგადაც 2 დასაქმებული დაიღუპა. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე დასაქმებული პირები შენობის გარე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ დაკიდული ხარაჩოს მეშვეობით, რა დროსაც მოწყდა ბაგირი და მასზე მდგომი სამი დასაქმებული სიმაღლიდან ჩამოვარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა აღნიშნულ შემთხვევაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება და უბედური შემთხვევის მოკვლევის მიზნით დაიწყო ობიექტის შემოწმება. დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.​​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა