სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. მესაზღვრეების სიმრავლე და აქტიური გადაადგილება არ შეინიშნება.

„მე პირდაპირ საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობ, სრული სიმშვიდეა. არც მანამდე იყო რამე, არ ყოფილან რუსები სოფელში შემოსულები, არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია ეს ამხელა აჟიოტაჟი. ამბობენ, რომ ვითომ ჩვენი სოფლის, ხურვალეთის და ხურვალეთელების დაცვა უნდოდათ, რეალურად კი თვითონ ძაბავენ ვითარებას. ყველამ თავის საქმეს მიხედოს, ამ პრობლემის გადაწყვეტა მთავრობის საქმეა და ასეთი აქციებით და მოძრაობებით, უარესობისკენ თუ არა, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სოფელ ხურვალეთის მცხოვრებელმა ქეთევან ხუროშვილმა.

„ერთი ,,ზედსიძე“ მოგვივიდა სოფელში, სალია და რასაც უნდა, იმას გვიკეთებს მთელ სოფელს. შეკრებსს ხალხს, გამოვა აქ და მიტინგი უნდა გავმართოო. ეს ყველაფერი ძაბავს მდგომარეობას. რომ აცხადებდნენ, ხუროშვილების, ბატონისაშვილებისა თუ ქუჯოშვილის ნაკვეთები დაიკავესო, ისედაც იმ ადგილზე გადის ეგ ,,საზღვარი“ უკვე 10 წელია და სულ იმ ტერიტორიაზე დადიან ამ 10 წლის განმავლობაში რუსები თუ ოსები, ახალი რა დაინახეს?!“ - ამბობს ხურვალეთში მცხოვრები ილია კუდუხაშვილი.

ვითარების დაძაბვა ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელის, ლუდა სალიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას და შეიარაღებული ნიღბიანი პირების ფოტოს მოჰყვა. სალია წერდა, რომ ხურვალეთში, მოსახლეების ეზოებში რუსი ოკუპანტები იდგნენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქით“ გავრცელებული ფოტოსურათი სოფელ ხურვალეთის მოსაზღვრედ მდებარე ოსურ სოფელ ძუკაანთკარში იყო გადაღებული.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ხურვალეთში დღეს სიმშვიდეა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა