რელიგიის საკითხთა  სააგენტო - პოლონეთის მხარე საქართველოში კათოლიკური განათლებით  და განსხვავებულ რელიგიებს შორის ურთიერთობით დაინტერესდა

პოლონეთის რესპუბლიკაში რელიგიის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე პოლონეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის გენერალურ მდივანს ეპისკოპოს არტურ მიჟინსკის და მის მოადგილეს იაროსლავ მროვჩინსკის შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, შეხვედრას სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დავით დავითაშვილი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ილია დარჩიაშვილი და მისი მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძლებს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკისა და ამ მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან კათოლიკური ეკლესიისათვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას, პაპის ვიზიტებს საქართველოში, ახლადგახსნილ კათოლიკურ ეკლესიას ქალაქ რუსთავში. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა ინტერ-რელიგიურ სათათბიროს ფორმატში საქართველოს მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის დიალოგი თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პოლონეთის მხარე საქართველოში კათოლიკური განათლებით , განსხვავებულ რელიგიებს შორის ურთიერთობით და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხებით დაინტერესდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა