მთავრობა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების - მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედების ინიციატივით გამოდის

მთავრობა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების - მედიაციის ინსტიტუტის ამოქმედების ინიციატივით გამოდის. პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის “მედიაციის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

როგორც მთავრობა განმარტავს, დღეისათვის სასამართლო სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სამოქალაქო დავების სიმრავლის კუთხით სასამართლოების გადატვირთულობა წარმოადგენს, რის გამოც საქმის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დასრულება, პრაქტიკულად ვერ ხერხდება, საქმეთა განხილვა ჭიანურდება, მოსამართლეთა დატვირთულობის მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და საფრთხე ექმნება მხარეთა უფლებების დაცვასა და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. მისივე შეფასებით, სასამართლოს განტვირთვის ერთ-ერთ ეფექტიან გზად მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და გაძლიერება მიიჩნევა.

“მედიაციის პროცესში სათანადოდ მომზადებული, მიუკერძოებელი მესამე პირი ეხმარება მოქალაქეებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებაში. უნდა აღინიშნოს, რომ მედიაციის მიზანი არ არის და არც შეიძლება იყოს დავის გადაწყვეტის ტრადიციული საშუალების - სასამართლოს ან თუნდაც არბიტრაჟის ჩანაცვლება. განვითარებული მედიაციის მიზანია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაზრდა და სასამართლოს მაქსიმალურად განტვირთვა ისეთი დავებისაგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთშეთანხმებით დასრულების პერსპექტივა. ამასთან, მედიაციის მოქნილი მექანიზმი იძლევა ამ უკანასკნელის დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებთან (სასამართლო, არბიტრაჟი) კომბინირებულად გამოყენების შესაძლებლობას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მედიაციის როლსა და მნიშვნელობას საერთო მიზნის მისაღწევად“, - ნათქვამია კანონოპროექტის განმარტებით ბარათში.

“მედიაციის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 18 მარტის სხდომაზე წარედგინება.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის