ემანუელ მაკრონი - არეულობის მომწყობლებს რესპუბლიკის განადგურება სურთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მიერ გუშინ მოწყობილი არეულობა დაგმო. ემანუელ მაკრონის თქმით, არეულობის მომწყობლებს „რესპუბლიკის განადგურება“ სურთ.

„ის, რაც შანზ-ელიზეზე მოხდა, ამას უკვე აღარ ჰქვია მანიფესტაცია. ეს ის ხალხია, რომლებსაც რესპუბლიკის განადგურება სურთ. ყველა, ვინც მანდ იყო, წვლილი მიუძღვით ამ არეულობის მოწყობაში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, საჭიროა მტკიცე ზომების მიღება, რათა ამგვარი ინციდენტები კვლავ არ განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მე-18 აქცია გაიმართა. დედაქალაქის ფარგლებში აქციაში მონაწილეობა 7 ათასმა ადამიანმა მიიღო. ადგილი ჰქონდა შეტაკებებს პოლიციასა და მანიფესტანტებს შორის. პარიზის ცენტრში რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის რადიკალურად განწყობილი მონაწილეების წინააღმდეგ. საერთო ჯამში პოლოციამ 200-მდე ადამიანი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა