რომან გოცირიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადასვლის ინიციატივით გამოდის

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში გადასვლის ინიციატივით გამოდის.

დეპუტატის მიერ “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავა.

როგორც გოცირიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თავის დროზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, რადგან ეს სამსახური შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ბიზნესზე და მოქალაქეებზე ზეწოლისა და შანტაჟის ინსტრუმენტად.

”ეს “თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა. გამართლდა ჩვენი ხუთი წლის წინანდელი შიშები, როცა ვეწინააღმდეგებოდით აღნიშნული ცვლილების განხორციელებას. ამ კანონპროექტით ფინანსური მონიტორინგის სამსახური ძველ სტატუსს უბრუნდება და ეროვნული ბანკის შემადგენლობაში გადადის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო