სასტუმრო „ბილტმორში“ პარტია „ახალი საქართველოს“  ყრილობა მიმდინარეობს

სასტუმრო „ბილტმორში“ პარტია „ახალი საქართველოს“ რიგით მეორე ყრილობა გაიხსნა. „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პარტიის ყრილობაზე ახალ სახეებს წარდგენენ . „ახალი საქართველოს“ მთავარი პოლიტიკური მესიჯი კი, ოპოზიციური იდეების გაერთიანებაა. პარტიის ლიდერები და წევრები დღეს სამომავლო ხედვებსაც წარადგენენ.

„ჩვენ ვართ საკმაოდ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი კვალი უკვე დავტოვეთ ქართულ პოლიტიკაში. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას მივაღწიეთ და რა გვაქვს სამომავლოდ გეგმაში. ავირჩევთ პოლიტსაბჭოს, ავირჩევთ გენერალურ მდივანს, ავირჩევთ თანამდებობის პირებს და რაც მთავარია, ვისაუბრებთ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ძალიან დეტალურად გვაქვს გაწერილი. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, თუ რა უნდა მოხდეს , რომ გაჭირვება დაიძლიოს, უარს ვამბიბთ დაპირისპირებაზე. საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ იყოს ძლიერი, წარმატებული, ერთიანი ქვეყანა და რაც მთავარია, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა“, -განაცხადა ყრილობის დაწყებამდე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველო“ გაერთიანებულ იპოზიციასთან მომავალშიც ითანამშრომლებს.

იხილეთ ვიდეო: სასტუმრო "ბილტმორში" პარტია "ახალი საქართველოს" ყრილობა მიმდინარეობს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს