საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი ლიდერი დააკავა

საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი ლიდერი დააკავა. ჯგუფი ატიკას რეგიონში ბინების გაქურდვით იყო დაკავებული. სულ დაკავებულია ჯგუფის ოთხი წევრი, მათ შორის ერთი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

ბერძნული მედია დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერს „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებს, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული მისი ვინაობა.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს გაქურდვისა და ძარცვის 28 საქმე უკავშირდება. ისინი საბერძნეთში ორი წლის განმავლობაში მოქმედებდნენ. ჯამში ნაქურდალის ღირებულება 200.000 ევროს შეადგენს.

ბერძნული მედია აღნიშნავს, რომ ჯგუფის ლიდერები ძვირადღირებულ აპარტამენტებში ცხოვრობდნენ. ჩხრეკისას ამოღებული იყო ფული, ოქროულობა, იარაღი.

იხილეთ ვიდეო: საბერძნეთში პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის ქართველი ლიდერი დააკავა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო