გრიგოლ  ვაშაძე - უკვე გიგანტური ნაბიჯი არის გადადგმული იმისკენ , რომ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი დავამთავროთ

გაერთიანებული ოპოზიცია ყრილობებს ატარებს იმისათვის, რომ გავაანალიზოთ არჩევნების შედეგები , რაც გავიარეთ 2018 წელს და მოვემზადოთ იმისთვის , რომ უკვე სტრუქტურულად გავერთიანდეთ,-ამის შესახებ "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა " ახალი საქართველო" -ს რიგით მეორე ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

„"გაერთიანებული ოპოზიცია აყალიბებს მმართველობით ორგანოებს, ეს ძალიან მალე მოხდება. მანამდე ყველა წევრი ორგანიზაცია თავის ყრილობას ჩაატარებს. რაც შეეხება თანამშრომლობას, სტრუქტურულად ვინც ერთად ვიყავით, ერთად ვართ, ვინც ჩვენთან ერთად არ იქნება, ვართ თანამებრძოლები პარტნიორები. უკვე გიგანტური ნაბიჯი არის გადადგმული იმისკენ , რომ ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი დავამთავროთ, იმიტომ რომ ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება“ ,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ახალი საქართველოს" ყრილობა სასტუმრო "ბილტმორში" ამ წუთებში მიმდინარეობს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო