გრიგოლ ვაშაძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე - დისკრიმინაციაა რელიგიური ნიშნით,  ყოვლად მიუღებელია

დისკრიმინაციაა რელიგიური ნიშნით, ყოვლად მიუღებელია,-ასე აფასებს „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას. მისივე თქმით, კანონპროექტი "უგუნური და ერთუჯრედიანი ხალხის" მომზადებულია.

„ქართულ ოცნებაზეა ნათქვამი ფრაზა - უნდოდათ უკეთესად და გამოუვიდათ როგორც ყოველთვის. ის რომ ჯარს ყურადღება უნდა და ეს ე.წ ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს და გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი, შეიარაღებული ძალების - ეს ყველას გვესმის, მაგრამ თვითონ კანონპროექტი არის უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებული. არ შეიძლება ამის ესე ჩამოყალიბება. ნორმალური, კეთილშობილური ვითომ მისწრაფება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ისევ სულელურ გადაწყვეტილებად. აუცილებელი არის, რომ ყველა მოქალაქემ მოიხადოს თავის ვალი სახელმწიფოს და შეიარაღებული ძალების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ევროპული ქვეყანა , სადაც გაწვევითი არმია არის და სადაც ადამიანი ამბობს, რომ თავის რელიგიური მოსაზრებების გამო არ შეუძლია შეიარაღებულ ძალებში მსახური, ამაზე არის მარტივი პასუხი -გაიარე ალტერნატიული სამსახური, მაგრამ დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად მიუღებელია", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის ბიუროს 18 მარტს ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება, რომლის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა