საქართველოს  მორაგბეთა ნაკრები რუსეთს  კრასნოდარში ანგარიშით 10:3 ამარცხებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის ფედერაციის ნაკრებს კრასნოდარში ანგარიშით 10:3 ამარცხებს.

მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე ანგარიში ფრე 3:3 იყო. ანგარიში „ბორჯღალოსნებმა“ 7-ე წუთზე ჯარიმით გახსნეს, რუსებმა კი საპასუხო ჯარიმა 32-ე წუთზე გაიტანეს.

40-ე წუთზე ინგლისელმა არბიტრმა საქართველოს საჯარიმო ლელო ჩაუთვალა და შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 7 ქულიანი უპირატესობით გავიდა.

აღნიშნულ თამაშს საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო მნიშვნელობა არა აქვს. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ "ბორჯღალოსნებმა" ოთხივე მატჩი მოიგეს და ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, მდევრებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა