რესპუბლიკური პარტია „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ თანამშრომლობას გეგმავს

რესპუბლიკური პარტია „გაერთიანებულ ოპოზიციასთან“ თანამშრომლობას გეგმავს. პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით, განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა საზოგადოების მოთხოვნა პოლიტიკური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით და ისინი ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა და კოორდინაცია სამომავლო არჩევნებისთვის. მეორე ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთმანეთთან დიალოგი მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და წარსულისა. მოგეხსენებათ რესპუბლიკური პარტია იყო მკვეთრად დაპირისპირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ჩვენ შევძელით, მოვისმინეთ საზოგადოების ხმა და კოორდინირებულად ვმუშაობთ დღეს, მხარი დავუჭირეთ მეორე ტურში საპრეზიდენტო კანდიდატს და მომავალშიც ვაპირებთ თანამშრომლობას. როგორი იქნება ეს გაერთიანება, კოორდინირებულად ერთად შეირჩევა თუ არა კანდიდატების, ამას განაპირობებს ერთობლივი მუშაობა და დიალოგი. დღეს ის, რომ აქ ვართ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ესწრებიან ამ ყრილობას მოწმობს, რომ პოლიტიკური პარტიები მზად არიან თანამშრომლობისთვის და დიალოგისთვის“, -განაცხადა ხათუნა სამნიძემ, რომელიც პარტიის „ახალი საქართველო“ ყრილობას ესწრებოდა.

რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს და „გაერთიანებული ოპოზიციის“ საერთო კანდიდატებს, ხათუნა სამნიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მოლაპარაკებები და კონსულტაციები ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა ის იმედოვნებს, რომ პოლიტიკური პარტიები შეძლებენ საერთო კანდიდატებზე შეჯერებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო