შუალედურ არჩევნებზე  „თავისუფალ დემოკრატებს“  მთაწმინდის ოლქში,  სავარაუდოდ,  საკუთარი კანდიდატი ეყოლებათ

პოლიტიკურ პლატფორმა „ახალ საქართველოსთან“ ჩვენ ვთანამშრომლობთ პროპორციული არჩევნებისთვის კამპანიის რეჟიმში ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ თანამშრომლობს და ითანამშრომლებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, ვისთვისაც ძვირფასია ევროატლანტიკური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსებს, ამის თაობაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური გეგმები, რის თაობაზეც საზოგადოებას მოვახსენებთ უახლოეს მომავალში", - აცხადებს სანდრო ბარამიძე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, შუალედურ არჩევნებზე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო კანდიდატების თაობაზე, სანდრო ბარამიძე პასუხობს, რომ „ჩვენ მთაწმინდასთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს ჩვენი გეგმები და ამის თაობაზე საზოგადოებას მოვახსენებთ“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა