ირაკლი სესიაშვილი - გრიგოლ ვაშაძემ უგუნურები,  პირველ რიგში,  თავისკენ მოიკითხოს და ვიდრე განცხადებას გააკეთებს, სჯობს, კანონპროექტში ჩაიხედოს

გრიგოლ ვაშაძემ უგუნურები, პირველ რიგში, თავისკენ მოიკითხოს და ვიდრე განცხადებას გააკეთებს, სჯობს, კანონპროექტში ჩაიხედოს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანებს ამისთვის საკმარისი გონებრივი შესაძლებლობები არ ჰყოფნით, - ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის კრიტიკას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მის მიერ ინიცირებული პროექტით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მუხლი ყველა მღვდელმსახურისათვის უქმდება.

“რაც შეეხება გათავისუფლებას და არა გადავადებას, ეს უფლება მართლმადიდებელ ეკლესიას კონკორდატით აქვს და თუ ვაშაძეს და მის თანაპარტიელებს თავის დროზე ამის შეცვლა უნდოდათ, თავად გამოსულიყვნენ შესაბამისი ინიციატივით. რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია, მე ვისურვებდი, რომ ყველა ერთი რეგულაციის ქვეშ მოექცეს და ჩემი პროექტიც სწორედ აქეთკენ არის მიმართული. თუკი ვინმეს რაიმე არ მოსწონს, რაც კონკორდატში წერია, კეთილი ინებონ და ამის ინიციატორები თვითონ იყვნენ. კარგია, რომ ვაშაძე თავადაც ახსენებს იმას, რომ ვისაც ჯარში სამსახური არ უნდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურში წავიდეს - ჩემი მოტივაციაც სწორედ ეს არის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის ბიუროს 18 მარტის სხდომაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა წარედგინება.

პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა