პროექტის „გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური  გაძლიერება საქართველოში“  დახურვის ცერემონიალი 18 მარტს გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში 18 მარტს გაიმართება ევროკავშირის ინსტიტუციური საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში“ დახურვის ცერემონიალი

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, იტალიის ელჩი საქართველოში, გაერთიანებული სამეფოს და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები. პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი და მონაწილეები. ასევე, დარგის ექსპერტები სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან.

„პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ 1.3 მილიონი ევროთი და განხორციელდა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (Istituto Superiore di Sanità) და ფონდის „მინოპრიო“(Fondazione Minoprio), ინგლისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის (Public Health England) და პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტის (NOFER) მიერ, ბენეფიციარ უწყებასთან - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (დკსჯეცი) ერთად. პროექტი მიმდინარეობდა 24 თვის განმავლობაში.

პროექტის მიზანი იყო გარემოს ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის გაძლიერება მისი ევროპულ მოთხოვნებთან მიახლოებით და გარემოს ჯანმრთელობის სისტემის სრულყოფა. აქედან გამომდინარე, პროექტმა წარადგინა ინსტიტუციური რეფორმის გეგმა, რომელიც მოიცავს გარემოს ჯანმრთელობის სისტემის ორგანიზებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებულ ძირითად საქმიანობასა და პრიორიტეტულ თემებს. ჰაერისა და წყლის ხარისხთან და ქიმიურ დამაბინძურებლებთან მიმართებით მომზადდა ცალკეული საკანონმდებლო ნორმები, პოლიტიკის და ტექნიკური შინაარსის სახელმძღვანელო დოკუმენტები. მათ შორის ძირითად პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს გარემოსა და ჯანმრთელობის მე-2 ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) და დკსჯეც-ის მიერ და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 დეკემბრის #680 დადგენილებით. პროექტის ფარგლებში სიღრმისეულად იქნა განხილული სპეციფიკური საკითხები, მათ შორის აზბესტსა და ტყვიასთან დაკავშირებული რისკების შეფასება-მართვა, ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო ცენტრი, ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება, საზოგადოებრივი ცნობიერების ხარისხის ამაღლება გარემოს ჯანმრთელობის ასპექტების შესახებ, რომელთაც მიეძღვნა რამდენიმე სახის დოკუმენტი და ტრენინგები.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი აჯამებს საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის გარემოს ჯანმრთელობის სფეროში გაწეულ დახმარებას.

ცერემონიის ბოლოს გაიმართება დასკვნითი ნაწილი დაეთმობა ღია დისკუსიასა და ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით გარემოს ჯანმრთელობის შესახებ ჩატარებული სტუდენტური გამოკითხვისა და სამხატვრო კონკურსის (მონაწილეობა მიიღო ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 50 სკოლის 200 მოსწავლემ) გამარჯვებულთა დაჯილდოებას“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა