დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს

,,ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვაზე უარს ამბობს. „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დავით ბაქრაძემ ოფიციალური წერილით უკვე მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე როგორც პარლამენტის მოქმედი, შემდეგ კი, როგორც ყოფილი თავმჯდომარის დაცვა ხორციელდებოდა. მისივე თქმით, შემდგომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიების ფარგლებში ამერიკული მხარის რეკომენდაციის საფუძველზე გაგრძელდა სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფა, როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერზე.

„დღეს არსებული მდგომარეობით, აღნიშნული საქმის გამოძიება დასრულებულია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის დაშლის გამო აღარ ვსარგებლობ უმცირესობის ლიდერის სტატუსით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება გაუქმდეს ჩემი სახელმწიფო დაცვა“, - ნათქვამია დავით ბაქრაძის ოფიციალურ წერილში.

მეშვიდე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე აღარ შეუნარჩუნდება. სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად არეგულირებს, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნდება.

აღნიშული პროექტის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული იყო, რომ მეშვიდე და მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს სახელმწიფო დაცვა 2020 წლამდე შეუნარჩუნდებოდათ. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს შაბათს, მესამე მოსმენით უნდა განეხილა, თუმცა ცნობილი გახდა გადაწყვეტილება პროექტის მეორე მოსმენის დაბრუნების თაობაზე.

რაც შეეხება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხს, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ მოქმედი კანონით უსუფაშვილის დაცვა და ასევე პერსონალური ავტომობილი პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ეკუთვნის, მას ეს ყველაფერი 2020 წლამდე დარჩება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო