პეტრო პოროშენკოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დააბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერს გააკეთებს, რათა ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში დააბრუნოს.

„ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია, რათა ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ გავათავისუფლებთ ყირიმს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, „უკრაინა ყირიმთან დაკავშირებით არასდროს წავა ვაჭრობაზე“.

უკრაინაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. ბოლო გამოკითხვების თანახმად, რეიტინგში 20%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს ვლადიმერ ზელენსკი, მეორე ადგილზე პეტრო პოროშენკოა, ხოლო მესამეზე კი იულია ტიმოშენკო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა