სულხან სალაძე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე - ის ყველაზე მეტ თანხვედრაშია სასამართლოში არსებული გავლენიანი „კლანის“ ინტერესებთან

აქვს თუ არა ხელისუფლებას „კლანის“ წასვლის სურვილი, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ, რადგან განიხილება კანონპროექტი, რომელიც ყველაზე მეტ თანხვედრაშია სასამართლოში არსებული გავლენიანი „კლანის“ ინტერესებთან, - ასე აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების წესს არეგულირებს. სულხან სალაძის განცხადებით, ხელისუფლებას რეალურად რომ ჰქონდეს ე.წ. კლანიდან სასამართლო სისტემის გათავისუფლების პოლიტიკური ნება, ამას წლების წინ გააკეთებდა. საია-ს თავმჯდომარის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა შეიძლება აწყობდეს როგორც სახელისუფლებო, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ ცალკეულ ჯგუფებს.

„ხელისუფლებას რომ ჰქონდეს „კლანის“ წასვლის ინტერესი და ნება, ეს „კლანი“ დიდი ხანია აღარ იქნებოდა სასამართლო სისტემაში. 2013-2015 წლები იყო გარდამტეხი პერიოდი, როდესაც მოსამართლეთა უდიდეს ნაწილს სამოსამართლეო ვადა გაუვიდა და ეს იყო შანსი, დაკომპლექტებულიყო ახალი კადრები, რაც გაუშვა ხელისუფლებამ. გვახსოვს, როგორ მუშაობდა იუსტიციის სკოლა ამ პერიოდში. დღეს არსებული მდგომარეობა შეიძლება აწყობდეს გარკვეულ ჯგუფს ხელისუფლებაში და ეს აწყობს სასამართლო სისტემაში არსებულ გარკვეულ ჯგუფსაც“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. საკანონმდებლო ცვლილებები წამყვან კომიტეტში პირველი მოსმენით გადის.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

თედო ჯაფარიძე - არ მგონია, რომ ამერიკის "დასუსტებით" რუსეთმა ან რომელიმე სხვა ქვეყანამ საკუთარი პოზიციები გაიმაგროს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2020
ფინკა ბანკისა და სიმბიოტიკსის თანამშრომლობა მეწარმეების დაკრედიტების მიმართულებით გრძელდება
„ეკომარტი“ - ნატურალური და ეკომეგობრული პროდუქტების მრავალფეროვანი ონლაინ მაღაზია გაიხსნა
ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე
ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა
ხელფასის, საშემოსავლოსა და საპენსიო შენატანის გადარიცხვა ერთი ოპერაციით - მხოლოდ ტერაბანკის ბინზესბანკინგით