მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი მხარს

მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.

„მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა, სერიოზულად ჩაუყარა საფუძველი დიდ ცვლილებას საქართველოში. მოხდა მართლაც ფართო გაერთიანება სხვადასხვა საზოგადო ფიგურის, პოლიტიკური პარტიების, ძალების. საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის , მაგრამ რა თქმა უნდა, დაფუძნებული არა პიროვნებებზე, არამედ - პრინციპებზე, რაცაა საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება. ეს ყველაფერი ასეც იქნება, მაგრამ ამაში გადამწყვეტ, წამყვან როლს თამაშობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არის ძალა, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც უფრო მნიშვნელოვანია, აქვს ასევე კიდევ უფრო საინტერესო მომავალი.

იმისათვის, რომ ამ მომავლის დროც დადგეს, საჭიროა მუდმივი განახლება და პარტიის შემადგენლობის, პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის შეცვლა. როგორც არასდროს, პარტიაში ახალი ხალხის მოსვლა და მართვის მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობაა საჭირო. ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი: მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი ციხეშია, სულ ახლახანს დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს, რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას. ეს რომ გადაილახოს, უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამ, რაც არც ერთი დღით არ შეაჩერებს ამ ბრძოლას“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია პარტიის თავმჯდომარის არჩევა. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისმა მხარდამჭერებმა ელექტრონულად, პირდაპირ შეძლონ ჩართვა.

„მოძრაობას სჭირდება ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს. ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს? გვყავს 400 000 რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები არა ვიღაცების მეშვეობით, კულისებში და ვიღაცების მოლაპარაკებებით, არამედ, პირადად თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რის საშუალებასაც ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები იძლევა. შეგვიძლია, ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით“, აპლიკაციით, რომელიც გვექნება ტელეფონში. იმედია, უახლოეს პერიოდში შესაძლებელი იქნება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა ელექტრონულად, პირდაპირი ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - კანდიდატების შერჩევაში, მათ შორის საარჩევნო სიების შერჩევაში უახლოეს მომავალში, კანონპროექტების მხარდაჭერაში, ძირითადი პოლიტიკური პოზიციების შეჯერებაში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა