ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - თუ გააგრძელებ ხელის შეშლას, მომიწევს რაღაცები შეგახსენო - დავანებოთ თავი ჭკუის სწავლებას!

ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ამავე კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეს დავით მათიკაშვილს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს.

შეკამათება ბესელიასა და მათიკაშვილს შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლების შერჩევის კრიტერიუმების საკითხმა გამოიწვია, სადაც ბესელია უმრავლესობის წევრების მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა.

დავით მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში ჩატეულიყო და კითხვები მოკლედ დაესვა, რაზეც ბესელიამ უპასუხა, რომ ის დროში ეტევა. ამასთან, ბესელიამ მათიკაშვილს შეახსენა, რომ საკითხი წამყვან კომიტეტზე იხილება და განხილვის დროც 6 კვირამდე იმის გამო გაიზარდა, რომ ფორსირებულ რეჟიმში არ მომხდარიყო მისი განხილვა.

„ახლა თუ კიდევ გააგრძელებ ხელის შეშლას მერე კიდევ მომიწევს რაღაცები შეგახსენო და რეგლამენტის პროცედურები გაგაცნო. დავანებოთ თავი ამ ჭკუის სწავლებას. მაგ როლიდან ლაპარაკს ცოტა წინდახედულება უნდა. ამიტომ თუ დროს დამაკარგინებ, უფრო მეტი დრო დაიკარგება. დავით, დამშვიდდი და დამაცადე! კომიტეტს კიდევ 5 კვირა აქვს განხილვებისთვის და თუ ძალიან არ სულსწრაფობთ და ცოტა მეტ სიდინჯეს გამოიჩენთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, ნებისყოფა გეყოფა, რომ მომისმინო. სამჯერ თუ ოთხჯერ შემაწყვეტინე და ხელს ნუ მიშლი! დინჯად მოისმინე კითხვები. არ გაინტერესებთ მაგრამ საჭიროა, ვიღაცას აინტერესებს და ის მოისმენს“, - მიმართა ბესელიამ მათიკაშვილს.

„ეს არის პირველი მოსმენა და ამოვიდეთ პირველი მოსმენის პრინციპებიდან. ვისმენთ თქვენს კითხვებს“, - უპასუხა მათიკაშვილმა ბესელიას.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისათვის წარდგენის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის 6 დეპუტატის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. საკანონმდებლო ცვლილებები წამყვან კომიტეტში პირველი მოსმენით გადის.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული პროცედურა პირობითად შესაძლოა ხუთ ეტაპად დაიყოს.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია