გედევან ფოფხაძე - ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც ჩინჩალაძეს მივცემ ხმას

ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც მივცემ ჩინჩალაძეს ხმას. ფონი შეიქმნება ასეთი: ცუდი და იმაზე უარესი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნების“ პროექტს განიხილავენ მოსამართლეთა უზენაესს სასამართლოში განწესებასთან დაკავშირებით, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

„ამ მოდელიდან გამომდინარე ღირსეული ადამიანები როგორ მოვლენ პარლამენტამდე? ღირსეული ადამიანები სააკაშვილის დროს ვერ ხვდებოდნენ სასამართლოში, ვერ ხდებოდნენ მოსამართლეები. ახლა ეს იუსტიციის საბჭო, რომელიც სააკაშვილის მემკვიდრეობაა, ისევ არ უშვებს სასამართლოში ღირსეულ ადამიანებს მოსამართლეებად. ე.ი რა გამოდის ამ კანონით?! ჩვენ ვკეტავთ სამეცნიერო წრეებს, ვკეტავთ ადვოკატებს, ვკეტავთ ყველა იმ იურისტს, ვისაც ბიოგრაფი აქვს სუფთა, აქვს სამოქალაქო სექტორში ნამუშევარი, ვისაც აქვს ადამიანის უფლებისთვის ნაბრძოლი და ამ ჩარჩოში ვაქცევთ ამ ყველაფერს და გადაგვაქვს ისეთ პროცედურებში, რომ კიდევ უფრო გაიფილტროს და ბოლოს, ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც მივცემ ჩინჩალაძეს ხმას. მე მგონია, რომ ასეთი ფონის შექმნა არასწორია. ფონი შეიქმნება ასეთი - ცუდი და იმაზე უარესი. აი, ეს იქნება ამ ჩარჩოთი, ამ პროცედურებით შემოთავაზებული კანდიდატები. ამ ჭრილში მინდა გაიზიაროთ, ვის უშვებთ კანდიდატებად და ინტერესთა კონფლიქტის დროს რატომ ვაძლევთ კარტბლანშს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ ის იყოს უპირატეს მდგომარეობაში,“?! - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის გამო, იუსტიციის საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის სურვილის შემთხვევაში უნდა დატოვონ პოსტები, ან კანონმა უნდა შეუზღუდოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაეს სასამართლოში „გადაბარგება“.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა