მალხაზ კობაურის ადვოკატები - პროკურატურამ საქმეში არსებული 12 ტომიდან სასამართლოდან 11ტომი გაიტანა, 100-მდე მოწმეზე კი, უარი თქვა

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ საქმეში არსებული 12 ტომიდან სასამართლოში 11 ტომი გაიტანა, 100-მდე მოწმეზე კი უარი თქვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილმა განაცხადეს.

კობაიძის განცხადებით, მათთვის მოულოდნელად პროკურატურამ გადაწყვიტა ის მტკიცებულებები, რაც სასამართლოში ჰქონდათ წარმოდგენილი, 11 ტომი მოეხსნა და მხოლოდ ერთი ტომი დატოვა. კობაიძის თქმით, ამ ერთი ტომის მასალების საფუძველზე პროკურატურა ცდილობს კობაურს ბრალი დაუმტკიცოს, რასაც ადვოკატი შეუძლებლად მიიჩნევს.

კობაიძისთვის უცნობია, რა გახდა აღნიშნულის მიზეზი, ასევე, თუ რატომ არ გამოიკვლია პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულების 95%.

"საქმეში 126 მოწმე იყო, მათგან მხოლოდ 26-ის ჩვენება დარჩა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ან არაეფექტურია ბრალდების მტკიცებულებები, რაც სასამართლოში იყო წარმოდგენილი და ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობდით ან პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ინტერესი დაკარგა. ჩვენ არ გვინდა ასევე ვიფიქროთ მესამე ვარიანტზე. კერძოდ, რომ მათ რაიმე ფორმით კომუნიკაცია აქვს ნაფიც მსაჯულებთან. კითხვა დასასმელია, რამ განაპირობა ყოველივე ეს და რატომ არ გამოიკვლია პროკურატურამ მტკიცებულებების 90%?" - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. კობაიძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ მოხსნილი 90 მოწმე მათ სასამართლოში დასაკითხ პირთა ნუსხაში ჰყავთ შეყვანილი. ამასთან, ადვოკატმა მადლობა გადაუხადა ამერიკის საკონსულოს.

კობაიძის თქმით, სასამართლო პროცესებს აშშ-ს კონსული ესწრება და პროცესის ყველა დეტალს მხარეებთან ერთად გადის.

შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა