რომან გოცირიძე - ეს სასამართლო „კლანი“ კი არა, ჭინკების კორპორაციაა

ეს სასამართლო „კლანი“ კი არა, ჭინკების კორპორაციაა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა. დეპუტატის შეფასებით, კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მოსამართლეებთან დაკავშირებით წარმოადგინა, გარანტია იმ ინტერესების დაცვის, რომელიც უმრავლესობასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს აქვთ.

დეპუტატის განცხადებით, მისი ფრაქცია აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

„ეს არის გაერთიანებული გუნდი, რომელიც ხელისუფლების და მისი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას ცდილობს. ამის მაგალითია ეს კანონპროექტიც, რომელიც "ოცნებამ" წარმოადგინა. ეს კანონპროექტი კიდევ უფრო აუარესებს სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას. დავალება ასეთია, რომ შემოაპარონ ის მოსამართლეები, რომლის სახელიც და გვარიც, ბავშვმაც იცის“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა