გიგი უგულავა სააკაშვილის განცხადებაზე - ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა

ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა. ჩვენც ზუსტად ამას ვამბობდით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის არჩევას ეხება.

გიგი უგულავა პოზიტიურად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს და ამბობს, რომ პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება.

„მივესალმები ამ პროცესს. სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა, მაგრამ ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვამბობდით მაშინაც, თუმცა ეს პროცესი დღეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ფაქტია, რომ პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება და ამაზე უკვე მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა. ამას ვამბობდით ჩვენც თავის დროზე. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მას დავუჭერდი მხარს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა