სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გახსნა

სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს სოფლის განვითარების 2018-20 წლების სამოქმედო გეგმის გასული წლის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

როგორც „ინტერპრესიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საკოორდინაციო საბჭოს სხდომა საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა გახსნა და ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სხდომის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, საბჭოს მდივანმა ეკატერინე ზვიადაძემ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.

ითქვა, რომ საქართველოს სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებები სოფლად ეკონომიკისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა, სოციალური პირობების და ცხოვრების დონის გაუმჯობესება და გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა იყო.

სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების ანგარიშის წარმოდგენისას ყურადღება ახალი სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის, საწარმოების აშენება-გადაიარაღების, აგროდაზღვევის, კოოპერატიული მეურნეობების მხარდაჭერის, მრავალწლიანი ინტენსიური ბაღების გაშენების, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე გამახვილდა.

გარემოს დაცვის ნაწილში ეკატერინე ზვიადაძემ დაცული ტერიტორიების, ტყის, წყლის და სხვა რესურსების მდგრადი მართვის, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების წარმოების და ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგის საკითხების მიმართულებებით შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 წლის შესრულების წლიური ანგარიში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების წარმომადგენელმა პირებმა წარმოადგინეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს