შემოდგომიდან ურეკის მოსახლეობას წყლისა და კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურა ექნება

შემოდგომიდან ურეკის მოსახლეობას წყლისა და კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურა ექნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

გავრცელებული ინფორმაციით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

„საკურორტო ზონებში წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება. დაბა ურეკში წყლისა და კანალიზაციის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

შესრულებული სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, მოადგილესთან, ირაკლი ურუშაძესთან და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

დაბა ურეკში წყალმომარაგება-წყალარინების ცენტრალური სისტემა დღემდე არარსებობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ურეკს წყლისა და კანალიზაციის სრულიად ახალი, გამართული ინფრასტრუქტურა ექნება. პროექტის დასრულების შემდეგ, 3 000-მდე ადგილობრივი და იქ ჩასული ათასობით დამსვენებელი 24-საათიანი წყალმომარაეგბით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

აღსანიშნავია, რომ დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირებდა შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოს საერთო ღირებულება 78 მლნ ლარზე მეტია, პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB ) აფინანსებს“, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა