ვანო ზარდიაშვილი - „კლანი“ არასამთავრობო სექტორში საია-ს აქვს, ჰკითხეთ „შავრაზმელებს“, „შავმაიკიანებს“, რამდენს ჰქონდა შეხება საია-სთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორს უპირისპირდება. როგორც ვანო ზარდიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, მესამე სექტორი საზოგადოებაში მიზანმიმართულად ავრცელებს დამახინჯებულ აზრს, იგივე მის გავლენებთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებაზე.

როგორც ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, ე.წ. „კლანი“ არასამათავრობო სექტორში აქვთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, რადგან ორგანიზაციას სასამართლოს ხელისუფლებასთან მიმართებით თავად გააჩნია ინტერესები, კერძოდ, კი ანა ნაცვლიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განწესებასთან დაკავშირებით.

ვანო ზარდიაშვილმა მესამე სექტორს „შავრაზმელები“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით მან აღნიშნული ფრაზის გამოყენების გამო ბოდიში მოიხადა.

„ჰკითხეთ „შავრაზმელ“, „შავმაიკიანებს“, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან. რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-ში. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან ან საია-ს წარმომადგენლებიდან,“, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო