დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილზე 25 წელია ვსაუბრობ, აქედან 16 წელია პოზიტიური არაფერი მითქვამს

მიხეილ სააკაშვილის ფიგურასთან დაკავშირებით 25 წელია ვსაუბრობ, აქედან დაახლოებით 16 წელია პოზიტიური არაფერი მითქვამს, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

“რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, ქვეყანა მაშინ დალაგდება, როდესაც ყველა პარტიას ექნება საშუალება იყოს ადეკვატურად წარმოდგენილი არჩევით ორგანოებში. ასე რომ, ეს საკითხი მივანდოთ ხალხს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი მტრის ხატების ძებნას, ძველების თუ ახლების. არ უნდა გვეგონოს, თუ ვინმეს გაუშვებთ ხელისუფლებიდან ან თუ ვინმეს არ მოუშვებთ, ამით საქმე მოგვარდება. საქმე მაშინ მოგვარდება, როდესაც კარგი ხალხი, კომპეტენტური ადამიანები იქნებიან მართვის სადავეებთან, ამიტომ პოლიტიკური ხედვაა შესატრიალებელი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო