გიგი წერეთელი უკრაინის რადას თავმჯდომარეს და საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ეუთო-ს ხელმძღვანელობა შეხვდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და საპრეზიდენტო კანდიდატებს წინასაარჩვენო ვითარების გაცნობის მიზნით. ასევე შეხვედრები გაიმართა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

„საპრეზიდენტო კანდიდატებმა: იულია ტიმოშენკომ, იური ბოიკომ, ანატოლი გრიცენკომ ისაუბრეს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე ასევე ცილისმწამებლურ და ნეგატიურ კამპანიაზე ოპონენტების მისამართით. გიგი წერეთელი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს ანდრეი პარუბის და საპარლამენტო ლიდერებს, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობას“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს