ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებულების ნაწილი აცხადებს, რომ 2 თვის ხელფასი არ მიუღიათ

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშების ნაწილი აცხადებს, რომ მათ 2 თვის ხელფასი არ მიუღიათ. ისინი თანხების დროულად დარიცხვას ითხოვენ.

„დროულად არ გვიხდიან ხელფასს. ორი თვეა უკვე კუთვნილი თანხის მოლოდინში ვართ. ხელმძღვანელი გვეუბნება ქვეკონტრაქტორმა უნდა დაგირიცხოთო, მაგრამ ის 25 მარტს მოვა და გაირკვევა, გადაგიხდიან თუ არაო. არსად არ ვაპირებთ წასვლას, აქ დავდგებით, ვიდრე ხელფასს არ გადაგვიხდიან. კორპუსის მშენებლობა არ შეწყვეტილა, ახლები მუშაობენ, მაგრამ ჩვენ სანამ თანხას არ გადაგვიხდიან, მუშაობას არ გავაგრძელებთ. არანაირი ხელშეკრულება არ დაგვიდია, არც თვითონ შემოუთავაზებიათ და არც ჩვენ მოგვითხოვია. ჩვენი ხელფასის თანხა დაახლოებით 30 000 ლარია “, - ამბობს ერთ-ერთი მუშა გენადი ფარულავა.

მისივე ინფორმაციით, ხელფასის მოთხოვნით, 20-მდე მუშამ გზაც გადაკეტა, თუმცა ავტომანქანების სავალი ნაწილი მათ პოლიციამ დაატოვებინა.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ახორციელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო