მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროს მოსახლეობაც ისარგებლებს, - გადაწყვეტილება ბახმაროსთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საბჭომ ასევე მოისმინა ანგარიში 2018 წელს მოსახლეობის მიერ კანონის ფარგლებში მიღებული სოციალური შეღავათების შესახებ, რომელიც ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა წარადგინა.

კანონით გათვალისწინებული შეღავათებით 2018 წლის განმავლობაში ჯამში გაიცა 69 მილიონამდე ლარი მათ შორის საპენსიო ასაკს მიღწეულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებზე; სოციალური პაკეტის მიმღებ მაღალმთიანი დასახლების მცხოვრებლებზე; მაღალმთიან დასახლებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე; ყოველთვიური ფულადი დახმარების სახით „მთის კანონის“ ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებზე; მაღალმთიან დასახლებაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებზე. გარდა ამისა, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა 11 923-მა ოჯახმა მიიღო გაზრდილი ოდენობის საშეშე მერქანი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე 84 000-ზე მეტ აბონენტს კი მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% აუნაზღაურდა.

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების ინკლუზიური და მდგრადი განვითარების სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი შესაძლებლობების გაჩენას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და ქვეყნის ტერიტორიის თანაბარი სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას.

ამასთან, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს შეემატა ორი ახალი წევრი - მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, რომელიც საბჭოს მუშაობაში ექსპერტის სტატუსით ჩაერთვება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს