ფოთის სანიჩბოსნო ბაზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდისა და სანიჩბოსნო ბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

პროექტი მდინარე კაპარჭის 3 700-მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 1 500 000 ლარია, იგი რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან ერთად, მდინარე კაპარჭას ტერიტორია და ყოფილი სანიჩბოსნო ბაზა დაათვალიერა.

„ეს არის პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენის I ეტაპის სამუშაო, რომლის განხორციელების შემდეგ შესაძლებელი გახდება პალიასტომის ტბის წინაშე მდგარი პრობლემების უფრო ეფექტური გადაჭრა. ამ პრობლემის მოგვარებასთან ერთად ფოთში სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც სპორტის ამ სახეობის განვითარებას და ტრადიციების აღდგენას შეუწყობს ხელს“,- განცხადა ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ.

სანიჩბოსნო ბაზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს