ნათია მეზვრიშვილი - როცა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, შსს-სთვის მნიშვნელოვანი არ არის ცალკე აღებული ციფრები, ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს

2019 წლის მონაცემი 2018 წლის მონაცემს უნდა შევადაროთ, თუ ამას გავაკეთებთ, დავინახავთ რომ სტატისტიკის ზრდის ტემპი არის შემცირებული, - ასე აფასებს შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ქვეყანაში კრიმინალურ ვითარებას.

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე, მათ შორის გასული თვეების განმავლობაში და ახლაც ვიმეორებ, რომ როდესაც კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაზე ვსაუბრობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ არის მნიშვნელოვანი ცალკე აღებული ციფრები და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს და იმას სამინისტრო თუ რა ფორმით და როგორ ახდენს დანაშაულის თითოეულ ფაქტზე რეაგირებას. ციფრების შედარება დანაშაულის მატება-კლებასთან დაკავშირებით 2018 წლის მონაცეების 2017 წელთან არ არის სწორი, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დანაშაულის აღრიცხვიანობა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. როდესაც სტატისტიკურ მონაცემებს ვადარებთ ერთმანეთს, უნდა შევადაროთ 2019 წლის მონაცემი 2018 წლის მონაცემს. თუ ამას გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ სტატისტიკის ზრდის ტემპი შემცირებულია 2019 წლის მხოლოდ ორი თვის მონაცემზე დაყრდნობით", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო