ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

როგორც ოხანაშვილმა იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ეკა ბესელიას მხარდაჭერით ჩაწერილია ნორმა, რომელსაც ახლა ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის ფარგლებში აკრიტიკებს.

კერძოდ, ოხანაშვილის განცხადებით, ორგანულ კანონში თავის დროზე ჩაიწერა, რომ მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია, რაც სტანდარტით ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე გავრცელდება.

„პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს არ ახსოვს რომელ კანონს დაუჭირა მან მხარი. გაეცანით თქვენ მიერ მხადაჭერილ კანონპროექტებს. ის, რასაც თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ და არ მოგწონთ, პარლამენტში თქვენს მიერ არის გატანილი და მხარდაჭერილი“, - მიმარათა ოხანაშვილმა ეკა ბესელიას.

ცნობისთვის, ეკა ბესელიას კრიტიკა უმრავლესობის პროექტის იმ ნაწილსაც ეხება, რომლის მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება დაუშვებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო