„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს

„ინტერპრენიუსის“ ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ანაკლიის პორტის აქციების გამოშვებაზე მუშაობს და ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს მიმართა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ინფორმაცია დაადასტურა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა. ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმი ფიქრობს აქციების გამოშვების საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა განაცხადა, რომ კონსორციუმი ეროვნული ბანკის პასუხს ელოდება.

„ვფიქრობთ, ანაკლიის პორტის აქციების გამოშვების საკითხზე. ეროვნულ ბანკს იდეის დონეზე მივმართეთ, რომ მათი აზრი გავიგოთ, ვნახოთ რას იტყვიან,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

თავის მხრივ, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ მათ ნამდვილად მიმართა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პროცესი კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა