ვანო ზარდიაშვილი - თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, მეც დღესვე გადავდგები

თუ ეკა ბესელია დატოვებს საპარლამენტო მანდატს, მეც დღესვე გადავდგები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება ანრი ოხანაშვილის გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც გედევან ფოფხაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინტერესები გვერდზე გადაიწიოს. აღნიშნულს ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა, რის კონტექსტშიც მან სასამართლო „კლანის“ მფარველობაში დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაანადაშაულა. ამის შემდეგ ფოფხაძეს ვანო ზარდიაშვილი გამოეხმარა და აღნიშნა, რომ ყველა ის განცხადება, რაც მასზე და მისი ოჯახის წევრებზე კეთდება, სიმართლეს არ შეესაბამება და გედევან ფოფხაძეს კონკრეტული ფაქტებით საუბრისკენ მოუწოდა, რაც შემდგომ პოლიტიკურ კამათში გადაიზარდა.

„15 წელი ვმუშაობ სისტემაში და პატიოსნად ვემსახურები ჩემ ქვეყანას. რა სასამართლო „კლანზე“ და რა გარიგებებზე საუბრობთ, როცა ჩემი ოჯახი, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ემიგრაციაშია“, - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს