ბიზნესფორუმი „ბათუმი-ვროცლავი“ გაიხსნა

„მჯერა, ბიზნესფორუმი „ბათუმი - ვროცლავი“ ახალ სიტყვას იტყვის ჩვენს ურთიერთობებში. მისასალმებელია, რომ საქართველო-პოლონეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს მხარს უბამენ რეგიონები. აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის თანამშრომლობა სანიმუშოა“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „ჰილტონში“ გამართული ბიზნესფორუმის - „ბათუმი-ვროცლავი“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო ფორუმზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ილია ვერძაძე, გიორგი რომანაძე, ნუგზარ სურმანიძე, რეგიონის მთავრობის წევრები და აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საინვესტიციო და საპრივატიზაციო პოლიტიკაზე იმსჯელეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს