ირაკლი ღარიბაშვილი როს უილსონს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს როს უილსონს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და უილსონმა ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთანამშრომლობასა და ორი ქვეყნის საერთო ინტერესებსზე. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო გეგმები.

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო