გორში, კახნიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

გორში, კახნიაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის მიხედვით დაგეგმილია 335 მეტრი სიგრძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც გზის სავალ ნაწილს, ასევე ტროტუარებს.

„მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 350 000 ლარია, ხელშეკრულების მიხედვით შპს „იბოლიამ“ აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გორის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი სანიაღვრე სისტემაც მოეწყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებს, კახნიაშვილის ქუჩაზე გადადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს