ნატო რუსეთს მოუწოდებს, ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ნატო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს მოუწოდებს, ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ფართომასშტაბიან გაძლიერებას ყირიმში და შეშფოთებული ვართ რუსეთის გაცხადებული გეგმით, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას მოიცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ სცნობს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას.

„რუსეთს მოვუწოდებთ, უკრაინას ყირიმზე კონტროლი დაუბრუნოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნატო-ში ასევე აცხადებენ, რომ „რუსეთთან ურთიერთობების ჩვეული რეჟიმისკენ დაბრუნება იქამდე არ მოხდება, ვიდრე რუსეთის ქმედებებში მკაფიო და კონსტრუქტიული ცვლილებები არ იქნება, რაც დაადასტურებს რუსეთის მზაობას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს