იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის და 6 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

ხანგრძლივი განხილვისა და მწვავე დაპირისპირების ბოლოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძისა და 6 დეპუტატის მიერ წარდგენილ პროექტს კომიტეტის შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. თუმცა როგორც განხილვის პროცესში გამოიკვეთა მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უჭერენ მხარს.

კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიცია გამოხატეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უმრავლესობიდან ახალგასულმა პარლამენტარებმა და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ პროექტი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოში არსებულ „კლანს“ და წარმოდგენილი ინიციატივის მიღება ჩინჩალაძისთვის მხარდაჭერას ნიშნავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს