ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს - პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი

პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, - ასე მიმართა ეკა ბესელიამ, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

ეკა ბესელიას განცხადებით, ვანო ზარდიაშვილი, "ქართულ ოცნებაში" მყოფი ზონდერია.

ბესელიამ კამათის დროს, ვანო ზარდიაშვილს, წარსული საქმიანობა და მეუღლის თანამდებობრივი მდგომარეობაც რამდენჯერმე შეახსენა.

"პატარა ზონდერი ხარ. ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, ეგ იყო თქვენი საქმე. ზონდერი გიზით "ქართულ ოცნებაში", - განაცხადა რეპლიკის სახით ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რასაც ბესელია აცხადებს, ფარსია. ზარდიაშვილმა მას კორუმპირებული უწოდა და აღნიშნა, რომ "15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ისეთი კარგი საქმე არ გაუკეთებია, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ბესელიას გადადგომაში ხელის შეწყობაა“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა