მარიამ ქვრივიშვილმა ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში აჭარაში პრეს-ტურს უმასპინძლა

საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით აჭარაში „Discount Week“-ის კამპანია ტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფასდაკლების კვირეული რეგიონში 8 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მათივე ინფორმაციით, კამპანიაში აჭარის 12 სასტუმროა ჩართული. სასტუმროები დამსვენებლებს 30%-დან 61%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების კვირეულთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარაში პრეს-ტური გამართა. ტურში სხვადასხვა მედიასაშუალებების 20-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფასდაკლების კვირეულის ფარგლებში ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდნენ.

უწყების ინფორმაციით, ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს.

მათივე ცნობით, სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო შესაბამისი შეთავაზებით. ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე discount.georgia.travel-ზე. „Discount Week“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს.

კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება.

"ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ძალიან ბევრი ტურისტი ვნახეთ აჭარაში, მახუნცეთის ჩანჩქერთან. ჩვენი მიზანია ფასდაკლების კვირეულის პროექტის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მეტ ადამიანს გავაგებინოთ. ჩვენი მთავარი მიზანია აჭარა, ტურისტული პროდუქტებით გავხადოთ ოთხსეზონიან მიმართულებად. ყველა ის ულამაზესი ადგილი, რაც აჭარაშია, განსაკუთრებით სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი პოპულარული გავხადოთ, როგორც შიდა ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს