ეკა ბესელია - ზარდიაშვილის განცხადებები არის დიაგნოზი, ის გამწარებულია და არ უნდა გაგიკვირდეთ

ზარდიაშვილის განცხადებები არის დიაგნოზი, ის გამწარებულია და არ უნდა გაგიკვირდეთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ზარდიაშვილი გამწარებულია, რადგან მისი გეგმები გამოაშკარავდა და უახლოეს „ძმა-ბიჭებთან“ ერთად სასამართლო ხელისუფლება ბიზნესად ჯერ ვერ გადააქცია. ეკა ბესელიას განცხადებით, ვანო ზარდიაშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანთა სიაში, რომელიც წინა რეჟიმის დროს, შავ სამუშაოებს ასრულებდა.

„ზარდიაშვილის განცხადებები არის დიაგნოზი, ის გამწარებულია და არ უნდა გაგიკვირდეთ. მათი ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ეს ადამიანი იყო და ჩაუვარდა გეგმა. მისი მზაკვრული გეგმები, რომ საკუთარ ბიზნესად აქციოს სასამართლო, მისი ძმა-ბიჭების საშუალებით, უკვე ლუსტრირებულია და არაფერი უნდა გაგიკვირდეთ. ტრაგედია უბრალოდ ის არის რომ ზარდიაშვილი პარლამენტის წევრის სტატუსით ლაპარაკობს მაშინ, როდესაც ის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ძალადობრივი რეჟიმის, შემსრულებელი შავი საქმეების“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს