„ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, შეხვედრაზე მიმდინარე კვირის სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელებენ. სხდომას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პარტიის ხელმძღვანელობა.

"ყველა მიმდინარე საკითხი იქნება განხილული უმრავლესობის სხდომაზე. რაღაც პერიოდი გვქონდა „გაცდენა“, ახლა შეხვედრები უფრო ინტენსიური გახდება. მე ვფიქრობ, საინტერესო თემები იქნება ჟურნალისტებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. რასაკვირველია, სასამართლოს თემაზეც იქნება მსჯელობა და არა მარტო," - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ახალ სახეებთან დაკავშირებულ შეკითხვას, ვოლსკის თქმით, ახალი სახეების შერჩევა ჩვეულებრივი პროცესია.

"მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიას ახასიათებს განახლება, ახალი სახეებიც ძველი სახეების მოზიდვა, ჩვეულებრივი პროცესი მიდის. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ეს არის კომპეტენტურობა, პატრიოტიზმი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

იხილეთ ვიდეო: "ქართული ოცნების" ოფისში ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო